თეგებით ძიება

რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის თანამედროვე ფაშიზმი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს თანამედროვე ფაშიზმია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ისე წარმოჩენა, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა.

„პროტესტი ყოფილა ყველგან ევროპაში, ამ დღეებშიც სხვადასხვა ქვეყანაში იყო პროტესტი, შესაბამისად, ამის წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისე, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ეს არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა. ამას ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარეს", - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა