თეგებით ძიება

„ლინჩის წესსაც მალე დააბრუნებენ, ოღონდ ჩვენთვის...“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხევისა და დაწვის ფაქტს ეხმაურება და წერს.

„შსს–მ, იდენტიფიცირება ვერ მოვახერხე, ვინ ჩამოხია და დაწვა ევრკავშირის დროშაო!

ვხედავ, მაგრამ ვერ ვცნობო.

"თვითონ მახარაძეს" ჰკითხეთო. 

ბოლომდე გავედით კანონის ყველა ჩარჩოდან!

ქვეყანაში გამოცხადებული უკანონობაა! ლინჩის წესსაც მალე დააბრუნებენ, ოღონდ ჩვენთვის, თორემ, სათავისოდ, რკინის ჯებირის გაწევაც კი სამართალდარღვევაა“, - წერს კეშელავა.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა დაწვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა