თეგებით ძიება

ცუ­დად ხართ ატ­რო­ლე­ბუ­ლე­ბი!.. - ვის მიმართავს კონსტანტინე გამსახურდია?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დიას ინფორმაციით, ვრცელ­დე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას "ფეიკ“ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის რა­დი­კალ-ფა­ნა­ტი­კოს და მარ­გი­ნალ ან­ტი­და­სავ­ლელ მოღ­ვა­წედ წარ­მოჩენა.

"ის­ტე­რი­უ­ლად ვრცელ­დე­ბა ფეიკ-ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც გროზ­ნო­ში ფე­ეს­ბეს მიერ მივ­ლი­ნე­ბულ­მა პე­ტერ­ბურ­გელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­თხზეს (გა­ზე­თი "ნა­როდ­ნა­ია პრავ­და"). ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია რა­ღაც ევრო-ამე­რი­კულ იმ­პე­რი­ა­ლიზ­მზე სა­უბ­რობს და ვი­თომ ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის წარ­მარ­თვა­ში. პირ­ვე­ლად ეს ინ­ტერ­ვიუ 10 წლის გა­მოჩ­ნდა ქსელ­ში. ინ­ტერ­ვი­უ­ში იგ­რძნო­ბა შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის და მოს­კო­ვის დაკ­ვე­თა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია წარ­მო­ა­ჩი­ნონ რა­დი­კალ-ფა­ნა­ტი­კოს და მარ­გი­ნალ ან­ტი­და­სავ­ლელ მოღ­ვა­წედ, რო­მე­ლიც პრი­მი­ტი­უ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის წვენ­ში იხარ­შე­ბა.

სა­ერ­თოდ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას უც­ნა­უ­რი ბედი ხვდა წი­ლად. თა­ვის დრო­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს იცავ­და, მაგ­რამ თა­ვად მისი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი­სა, უკი­დუ­რე­სად და­ირ­ღვა. სი­მარ­თლის დად­გე­ნას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ თა­ვად მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი და­მა­ხიჯ­და ან მი­ე­წე­რა ისე­თე­ბი, რო­მე­ლიც სხვებ­მა, მის­მა ოპო­ნენ­ტებ­მა თქვეს ან სუ­ლაც პროგ­რა­მა­ში ჩა­წე­რეს (რო­გორც მა­გა­ლი­თად "სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს" და ა.შ.) გა­ყალბ­და თვით მისი ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია. ფეიკ-მა­ის­ტე­რე­ბი დღემ­დე გა­ნაგ­რძო­ბენ მისი ზრახ­ვე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის, მისი რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის, მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის გა­ყალ­ბე­ბას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და პე­ტერ­ბურ­გე­ლი ფეიკ-მა­ის­ტე­რე­ბის რუ­სულ ცი­ხე­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი მძა­ღე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი "ბრა­გა" სი­ნამ­დვი­ლე იყოს, რო­დე­საც ძა­ლი­ან მალე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, რო­გორც დევ­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გროზ­ნო­დან ფი­ნეთ­სა და ავ­სტრი­ა­ში იყო ჩა­სუ­ლი, გა­ა­კე­თა უაღ­რე­სად კო­რექ­ტუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მი­მარ­თვე­ბი და­სავ­ლე­თის მთავ­რო­ბე­ბი­სად­მი, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, გა­მოს­ვლე­ბი? და მოწ­ვე­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­და­ნაც ხომ მი­ი­ღო? ვერ ჩა­ვი­დო­და თუ რა, მოს­კოვ­ში? სხვა საქ­მეა, რომ თა­ვად და­სავ­ლეთს არ ჰქონ­და ჯე­რაც ერ­თი­ა­ნი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ზი­ცია სსრკ-ს დაშ­ლას­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მაგ­რამ ეს სხვა კა­პი­ტე­ლია. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას რაც სწამ­და და სი­ნამ­დვი­ლედ მი­აჩ­ნდა, ის ერთჯე­რა­დად არ ამ­ბობ­და - სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ით ვა­რი­ა­ცი­ებ­ში, სულ იმე­ო­რებ­და, თუ ბეჭდ­ვით მე­დი­ა­ში, თუ ელექტრო­ნულ­ში. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის, მი­მარ­თვე­ბის და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ხუ­თტო­მე­უ­ლი, 1990-1993 წლე­ბი­სა, რო­მე­ლიც გა­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კამ ე. ჯგე­რე­ნა­ი­ას მე­ცა­დი­ნე­ბით. იქ ნა­ხავთ ამის ბევრ სა­პი­რის­პი­როს. ბევ­რს, ერთს არა.

ვინც ასეთ "ინ­ფო­ებს" ავ­რცე­ლებს, მის­მა პატ­რო­ნებ­მა იცი­ან: რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლო მო­წყდე­ბა და­სავ­ლეთს, იგი მა­შინ­ვე დაბ­რუნ­დე­ბა 1992 -1995 წლე­ბის ბან­დი­ტურ კოშ­მარ­ში, ან შე­საძ­ლოა უა­რეს­შიც. ამას მოვ­ლე­ნე­ბის დღე­ვან­დე­ლი დი­ნა­მი­კაც გვიჩ­ვე­ნებს.

გა­ი­გეთ ფეიკ-მა­ის­ტე­რე­ბო, ტროლ­ნო ამა ცხოვ­რე­ბის? ცუ­დად ხართ ატ­რო­ლე­ბუ­ლე­ბი. ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ას­რუ­ლებს თქვენს ბო­გინს.

P.S. ახ­ლა­ხანს აუ­ღი­ათ რა­ღაც სხვა ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობს სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე და თარ­ჯი­მა­ნის ხმა ისე და­ა­დეს, რომ არ ის­მის, რას ამ­ბობს ინ­გლი­სუ­რად, ფა­რავს ფაქ­ტობ­რი­ვად. არა­და თარ­ჯი­მა­ნი პირ­და­პირ კი­თხუ­ლობს "ნა­როდ­ნა­ია პრავ­დას" გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან ად­გი­ლებს - ვი­თომ ამას სა­უბ­რობს პრე­ზი­დენ­ტი“, - ამბობს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

წყარო: ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა