თეგებით ძიება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი თეა ბეგიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ ბრალდებულმა ბეგიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მანამდე, პროკურატურამ და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების დართვაზე დააყენეს შუამდგომლობები. დაუშვებლობა არცერთ მხარეს არ მოუთხოვია, თუმცა ორივე მხარემ მტკიცებულებები სადაოდ გახადა.

პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, გამოყოფილ საქმეზე სხვა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ექთან თეა ბეგიაშვილს გირაო – 5 000 ლარი აქვს შეფარდებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა