"ილია მეორემ მე-17/18 საუკუნეების ისტორიული, მოოქრული ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრა დაამტვრია" - რა ფოტოებს აქვეყნებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე საქართველოს პატრიარქზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ილია მეორემ ისტორიული, მოოქრული ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრა დააზიანა.
"ილია მეორემ ბოლო წლებში დაამტვრია და დააზიანა მე-17/18 საუკუნეების ისტორიული მოოქრული ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრა (გვირგვინი). იხილეთ შესადარებლად 2004 წლის და ბოლო წლების ფოტო (დაახ. 2015). პირველ 2004 წლის ფოტოზე ჯერ კიდევ დაუზიანებელია. სავარაუდოდ სხვა ადგილებიც დაზიანდებოდა, უბრალოდ მიტრის დეტალური ფოტოები არ არსებობს, რომ ყველა მხრიდან შევადაროთ და დავაკვირდეთ. ასეთ განსაცდელშია და გაურკვეველ მდგომარეობაში მთელი საეკლესიო საგანძური, რაც მას საპატრიარქო რეზიდენციაში ულაგია.რა ზიანდება და რა იკარგება, ღმერთმა უწყის", - წერს სასულიერო პირი.