თეგებით ძიება

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან გადმოეცა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყებს.

„ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ამ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის.

ერთი წლის განმავლობაში, საქართველო სათავეში ჩაუდგება და კოორდინაციას გაუწევს ჯგუფის მუშაობას. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში გაიმართება WWTG-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საკითხები“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, რომელიც ბელგიის დედაქალაქში გამართული ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა