"საშინელება მოხდა დიდ დიღომში: 12 წლის ანა მოკლეს...პარკში იპოვეს, შესაძლოა გაგუდეს" - რა მოხდა თბილისში?
ჟურნალისტ, ლაშა ბერულავას ინფორმაციით, თბილისში 12 წლის გოგო მოკლეს.
"საშინელება მოხდა დიდ დიღომში: 12 წლის გოგონა, ანა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის წინ, 23:00 დან 03:00 შუალედში მოკლეს. სწორედ საღამოს 11-ზე ნახეს გოგონა ქუჩაში მოსეირნე.
ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობა, შესაძლოა, გაგუდული იყოს, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ძველ, უკაცრიელ პარკში, რაგბის სტადიონთან იპოვეს, სასწრაფოს ბრიგადა თითქმის ერთ საათს უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, მაგრამ ვერ უშველეს...
ფოტოს არ ვდებ...
სიტყვები ვერაფერს იტყვის აქ...
ვუსამძიმრებ ოჯახს...
P.S. ბავშვის ფოტოზე ვამბობ და არა ცხედრის, შემთხვევის ადგილზე არ ვარ... 😞
📸 ირინა ზარანდია,
ტრაგედიის ადგილის შესასვლელი", - წერს ლაშა ბერულავა.