"სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით...იმედგაცრუებული და შეშინებული ვარ...შვილებს აქვს სიცოცხლის უფლება!" - ირაკლი ღლონტი დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე
პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი თბილისში 12 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ შეშინებულია.
"უმძიმესი ამბავია დიღომში ! 12 წლის გოგონას დაკარგვა სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში, სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით, გარდაცვლილია პატარა ანგელოზი, უმძიმესია ეს ღამე... იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც... პირველ რიგში მოქალაქე და მამა ვარ. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დანაშაულის გამოძიება, განსაკუთრებით შვილებს აქვს სიცოცხლის უფლება !
სამძიმარს ვუცხადებ მშობლებს ! ეს იქ ვერ შევძელი... ან როგორ უნდა მეთქვა რამე", - წერს ირაკლი ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს, მას ძალადობის კვალი ეტყობა.