თეგებით ძიება

"მთელი დღე 12 წლის გოგონას ეძებდნენ, სახელად ანი! მიმეძინა, ჩემმა ანიმ გამაღვიძა და საშინელი ამბავი მითხრა" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია ხრინკული წერს, რომ ზუსტად იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც 12 წლის ბავშვი მოკლეს. მისი თქმით, მოზარდის გადაცვალება შემზარავია.

"ჩემი შვილების სახლში მოსვლას ველოდებოდი და ფილმის ყურებით გამყავდა დრო,დაახლოებით სამჯერ გავიგე ანის იძახდა ვიღაც,არ მიმიქცევია ყურადღება, მეგონა ვინმეს ეძახდნენ კორპუსში, არც აქ შემოვსულვარ, არ მინახავს ბავშვის გაუჩინარების ამბავი. თურმე მთელი დიდ დიღომში 12 წლის გოგონას ეძებდნენ,სახელად ანი! მიმეძინა,ჩემმა ანიმ გამაღვიძა და თან ეს საშინელი ამბავი მითხრა,გვერდითა ქუჩაზე, ჩემი სანდრიკოს ასაკის ბავშვი გაიმეტა ვიღაც ნაძირალამ და არარაობამ.

არ გვაცლიან მშობლებს შვილების სიყვარულს და მათით გახარებას.იმედია მალე იპოვნიან მკვლელს და ყველაზე სასტიკი და ნელი მტანჯველი სიცოცხლით გამოაბამენ მტანჯველ ცხოვრებას,როგორც თავად მოახვია 12 წლის პატარა კისერს თოკი.ეს ის მომენტია,როცა შემიძლია უსასტიკესი ვიყო და წამებისთვის გავიმეტო მსგავსი ცოცხალი არსება(ადამიანს მაგას ვერ ვუწოდებ) მთელი ღამე ვშფოთავდი,წამში ერთხელ თავში ანის ამბავი გამირბის,წარმოდგენაც არ მინდა,რა საშინელება ტრიალებს ოჯახში,რომელიც ასეთი ტკივილისთვის გაიმეტეს. როგორ უნდა ვიყოთ ნორმალური ფსიქიკით ამდენ უბედურებაში?ამ პატარა ერში საიდან ამდენი სისასტიკე?სიცოცხლე მიჭირს უკვე,არაფრის ხალისი აღარ მაქვს,მუდმივი შიშის ქვეშ ვარ,ვეღარ ვუძლებ ამდენ სტრესს!", - წერს ხრინკული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა