"ჩემი ანი... ჩემი მეგობრის შვილია" - რა ინფორმაციას ავრცელებს კესარია აბრამიძე მოკლულ 12 წლის გოგოზე? (ფოტოები)
მოდელ, კესარია აბრამიძის ინფორმაციით, 12 წლის გოგო, რომელიც დიდ დიღომში მოკლეს, მისი მეგობრის შვილია.
"ჩემი ანი... ჩემი მეგობრის შვილია... დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს, ცოცხლად უნდა დაწვან მხოლოდ!", - წერს კესარია აბრამიძე.
2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.