თეგებით ძიება

47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან სამი უმძიმესი - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

"ორი კვირაა ეს ვიცი, მაქვს მოლოდინი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ არ ჩანან. ამიტომ არ ვიცი, ვნახოთ. კომუნიკაცია არ მაქვს, არც ვიცი ვინ არიან. რომ მივდივარ, ადამიანი სულ წევს, მუდმივად, უჭირს მოძრაობა, უჭირს ყველაფერი ფაქტობრივად, და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივა-მედში“.

ჩვენ გვყავდა აქ ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური, ძალიან ცნობილი სახელები, ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი, 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან სამი არის უმძიმესი“, - აცხადებს ალასანია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა