„უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობამ არასწორი ფსონი დადო“ - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობამ არასწორი ფსონი დადო.
„უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობამ არასწორი ფსონი დადო.
ისტორიულად უკუღმართი გზით იმოძრავა და ატარა ქვეყანა- მაშინ როდესაც გაჩნდა შესაძლებლობის ფანჯარა.
დღეს პუტინი ომის დამნაშავეა, ჰააგის სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა, რაც იმას ნიშნავს რომ სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც იყო, რომ რუსეთი იქნება კეთროვანი სახელმწიფო, სანამ იქნება პუტინი იქ სადაც არის.
ცხადი გახდა, რომ ახალ სამყაროში არ იარსებებს სივრცე გეოპოლიტიკური შუალედური პოზიციებისთვის“ - წერს ნიკა მელია.