თეგებით ძიება

ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

"სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები, უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს.

მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზედაც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა