იანკებო, ხელები შორს პუტინისგან - ვიაჩესლავ ვოლოდინი ჰააგის გადაწყვეტილებაზე
რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
"იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს. ჰააგის უცხოპლანეტელების სასამართლო დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ", - განაცხადა დუმის სპიკერმა.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.