"ჰააგის გადაწყვეტილება არის სასწაული ამბავი დანარჩენი მსოფლიოსთვის" - დათო ლიკლიკაძე
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის სასწაული ამბავი დანარჩენი მსოფლიოსთვის.
"ჰააგის გადაწყვეტილება არის სასწაული ამბავი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ხვალ ალბათ არა, მაგრამ ოდესმე პუტინს მაინც მოუწევს ციხეში გაატაროს სიბერის წლები.
2016 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გახლდით სასწავლო ვიზიტით. რომელიღაც ქვეყნის ლიდერი ყავდათ მშვენივრად სასამართლოში, რომელზეც დაპატიმრება 2006 წელს გაუცია ჰააგას და ზუსტად 10 წლის შემდეგ მოაბრძანეს იმ პროცესზე.
თუ ვტყუი მოწმედ მოვიყვან ჩემს კოლეგებს, რომლებიც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ ჰააგაში ამ პროცესს", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.