თეგებით ძიება

"მიკვირს, ამ ერთუჯრედიან ცრუ აჟიოტაჟზე ვინმე რომ "ბოლდება" - ამირან სალუქვაძე ჰააგის გადაწყვეტილებაზე

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

"გლავკანალზე ერთი ამბავია, ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი გასცა და ხელისუფლებას განცხადება არ გაუკეთებიაო.

ხაბემ საუკუნის ანეკდოტი მოხია: ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი იმიტომ გასცა, რომ ივანიშვილს გზავნილი გაუგზავნესო.

გგონიათ, არ იციან სისულელეს რომ ამბობენ?! მაგრამ ასეთი წიოკით აბოლებენ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ასეთ თემაზე ბრიფინგი უნდა ჩატარდეს.

გყშინ ყველა ტელევიზიამ გააშუქა. სხვას რას ელით?!

ამ მთავრობამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ჰააგაში რომ უჩივლა, იქნებ მიაწოდოთ ინფო თქვენი დაბალრეიტინგიანი ტელევიზიებიდანაც?!

აგვისტოს ომის შემდეგ პუტინისთვის სასურველ #1633 რეზოლუციას კენჭი რომ უყარეთ და დღემდე კბილებით იცავთ, თუ მაგარი რეზოლუცია იყო, რატომ არ მოაწყვეთ ბრიფინგი იმავე დღესვე და რატომ დაუმალეთ ხალხს?

მიკვირს, ამ ერთუჯრედიან ცრუ აჟიოტაჟზე ვინმე რომ „ბოლდება", - წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა