უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის, მაგრამ კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით.
"ეს სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას. მათ შორისაა, ჯარების გაყვანა რუსეთის რეგიონებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონიდან და თუნდაც ყირიმიდან, რეპარაციების გადახდა და საერთაშორისო ტრიბუნალებისადმი ჩაბარება. უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ მიზანია დასავლეთის დახმარებით მიაღწიოს რუსეთის კაპიტულაციას“, - აცხადებს მარია ზახაროვა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვარს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.