იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრობის ბრუნვა 12.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან ექსპორტი 914.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.0 პროცენტით).