დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს ჰიპერბგერითი რაკეტა "ონიქსით“ ემუქრება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა.
"სავსებით შესაძლოა წარმოვიდგინოთ რუსული გემიდან ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. მისი ჩამოგდება შეუძლებელია. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა NATO-ს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეშინდებიან. შემბრალებელიც არავინ იქნება“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა.
შეგახსენებთ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.