თეგებით ძიება

"ვწერ და ვშლი...არადა, არ მახასიათებს ორჭოფობა. უბრალოდ, თემა ძალიან დელიკატურია" - რას წერს ლალი მოროშკინა?

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს მის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებულ ზეწოლაზე და აღნიშნავს, რომ თავდაცვის საშუალებები აქვს.

"ვწერ და ვშლი...არადა არ მახასიათებს ორჭოფობა.

უბრალოდ, თემა ძალიან დელიკატურია.

შევეშვები იმ ამბავს, როცა 2011 წელს ჩემს წინააღმდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 5 მოქალაქის საჩივრის საფუძველზე და რა ნერვებად დაჯდა ცალკე რეჟიმთან გამკლავება, ცალკე დილეგში შიმშილობა და ცალკე ოჯახის წევრების მდგომარეობა, ეგ ცალკე ტრაგედიაა...(სხვათა შორის იგივე ხალხი, კვაზი მედია ელიტიდან, ახლა ნეო-ლიბერალურ ფრონტზე ფაშისტობს და მათ არავინ ახსენებს ჩემს "ქეისს" 

ერთი ტელე დივა ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა: დააბით და დაიჭირეთო )) მაშინ ისევ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მე ქალთა ციხეში უფრო საშიში ვიყავი, რადგან ერთ დღეში ავაბუნტებდი და სისხლის სამართალი-  ადმინისტრაციულად გადაკეთდა.

დივები მომბოდიშებელთა რიგებში ჩადგნენ.

მოვიდა "ოცნება".

დავინიშნე სასჯელაღსრულების მთავარ მრჩევლად, მაშინ ბევრი ვერ ბედავდა პატიმრებთან პირისპირ შესვლას და დალაპარაკებას.

დალაგდა ციხეები.

2014 წელს გავაპროტესტე 40.000-ლარიანი პრემიები და მე მომხსნეს!

მე!!!!

სტრასბურგში ყველა ინსტანციას ჩამოვუქროლე (ჩემი ოქროს მეგობრების დაუღალავი შრომის შედეგად) ბიძინა ივანიშვილის დიდი დახმარებით დავბრუნდი საქართველოში. ვინც მაშინ გამიშვა ახლა ნაგვის ბუნკერთან დგას.

 მას მერე ხან კერძო კომპანიაში ვარ, ხან სოფლებში ნასახლარებს ვპოულობ და ვაპატიოსნებ, ხან ლექციებს ვკითხულობ. ხან ქალების ორგანიზაციას ვაძლიერებ.

ჩვენი ოჯახის ყველა წევრს საბანკო ვალდებულება აქვს, ყველაზე სოლიდური ცხადია მე! 

არ ვწუწუნებ და ვცდილობ, პატიოსანი შრომით ფონს გავიდე.

ჩემზე პირადად ბოლო წლებია არნახული ბულინგი მიდის.

2000 ტროლ-ბოტი მუშაობს ფეისბუქზე 

ჩემი დისკრედიტაციისთვის.

ქმნიან ფეიქ გვერდებს,

მემუქრებიან პირადად მოკვლით და განადგურებით.

ყველა საქმე დიდი ხანია კრიმინალურ პოლიციაშია.

შედეგი-0

რატომ ვწერ ახლა ამას!

გაგიგიათ ჩემი წუწუნი - ხალხოოო მაბულინგებენ.

გაგიგიათ ჩემი წუწუნი სახლის კარებთან დამხვდნენ, მანქანა დამიჩხაპნეს, უბრალოდ  სუპერმარკეტში  "მომახტნენ"

გაგიგიათ, - ხალხოო, მე შვიდი ბესტსელერის ავტორს (უნიტაზის მწერლებისგან განსხვავებით, აქაც და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც, ყველაზე გაყიდვადი წიგნები."პარნასის" არაერთი ჯილდო)

არ გაგიგიათ!!!!

ვერც გაიგებთ!!!

იმიტომ, რომ ღირსება ყველაზე ღირებულია ჩემთვის!

არასოდეს გამოვალ ეკრანზე და წურწკლს არ წამოვიდენ, არასოდეს ვიყვირებ - მაბულიგებეეეენ...

თავდაცვის საშუალებებიც მაქვს, კარგადაც ვარ ნავარჯიშები და კიდევ საკუთარ დანაშაულზე,თუ საჭიროა ციხესაც არასოდეს გავექცევი! რა გჭირთ, რა!!!!

რას სველდებით და გოდებთ?

სულ დაკარგეთ თავმოყვარეობა?

 ასე რომ 

იმრავლე მტერო!

შენ ჩემი სტიმული ხარ! ", - წერს მოროშკინა.

ცნობითსვის, ბოლო პერიოდი მწერლების მიმართ კამპანია აგორდა. გიორგი კეკელიძემ და დათო ტურაშვილმა მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საჯაროდ განაცხადეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა