„ამილახვართან შედარებით ჩხენკელი მართლა ექვთიმე თაყაიშვილია...“ - კახა მიქაია
სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მასთან შედარეით ყოფილი მინისტრი ექვთიმე თაყაიშვილია.
„გიორგი ამილახვრის დანიშვნა განათლების მინისტრად, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ხელისუფლებაში მორალური და ინტელექტუალური კრიზისის არსებობას!!!
მომიტევოს ჩვენი დიდი წინაპრის აჩრდილმა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლადდანიშნულ განათლების მინისტრთან შედარებით, აწ უკვე ყოფილი მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, მართლა ექვთიმე თაყაიშვილია...“ - წერს მიქაია.