აშშ-მ უკრაინისთვის ახალი, 350-მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის ინფორმაციით, პრეზიდენტის დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა “ბრედლის” ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს.
ბლინკენის თქმით, შეიარაღება პირდაპირ ამერიკის სამხედრო მარაგიდან არის გამოყოფილი და იგი უკრაინაში დროულად ჩავა.