„ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს“ - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სთუდენტების მიმართ გაკეთებულ განცხადებას და წერს.
„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.
შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.
ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა სტუდენტებს “პოლიტიკურად ანგაჟირებული, 1000-ლარიანი ახალგაზრდები” უწოდა.