თეგებით ძიება

"მიადგა სექსუალურ საკითხებს...მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა" - რა ფოტოებს უქვეყნებენ შალვა რამიშვილს?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გვანცა ბუდაღაშვილი ტელეწამყვან შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს. ბუდაღაშვილი რამიშვილთან მიმოწერის ფოტოებსაც აქვეყნებს.

"თუ სწორად მახსოვს, 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. (მაშინ “პოსტ ტვ” მხოლოდ ონლაინ ტელევიზია იყო) მივედი და რაც შემდეგ მოხდა არავის, უკვე აღარავის გაგაოცებთ. ვისაუბრეთ ყველაფერზე  -პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია, ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს, როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი. 

რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა, მოდი რაღაცები გავარკვიოთო.

მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემს ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო, ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა. 

მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ, მე ვარ განსაკუთრებული. ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და, რა თქმა უნდა, სისულეებით სცადა თავის მართლება.

ამ ამბიდან მალევე ”ევოში” დავიწყე მუშაობა და მწერდა, რომ პოდაპირ საცოდაობაა, როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე ”შემახარბა”, რომ “პოსტ ტვ” უკვე ნამდვილიიი ტელევიზია გახდა. ასეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა, რომ ძალიან ძალიან მალე გაყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს. 

(ზოგიერთი სქრინი შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ

ვინმეს თუ სრული ჩათის ნახვა სურს, არც ეგაა პრობლემა)", - წერს ბუდაღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა