თეგებით ძიება
21. 03. 2023 ვიდეო

"როგორი "მსხვერპლიც" ეს თათია სამხარაძეა, ისეთი "მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს!" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ბერიძე?

"პოსტივის" ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ტელეწამყვან, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს.

"ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა თათია სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით, რომ არ შემავიწროვოსო.  როგორი "მსხვერპლიც" ეს თათია სამხარაძეა, ისეთი "მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია სხვათა შორის "პოსტივის" და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო, სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს....", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, სასამართლომ ტელეწამყვან, შალვა რამიშვილს ჟურნალისტისა და აქტივისტის, თათია სამხარაძის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სამხარაძე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს.

გუშინ და დღეს კი რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში სხვა ჟურნალისტმა და მსახიობმა ამხილეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა