თეგებით ძიება

"ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ - ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ცეცხლს ეთამაშება.

„სამწუხაროა, რომ პრემიერ - მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ ვერ გამოაქვს შინაარსი კონკრეტული საკითხებიდან მაშინ, როდესაც ევროპარლამენტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მოქმედი ანალოგიური კანონმდებლობა ეხება მტრულ სახელმწიფოებს და ავტორიტარულ რეჟიმებს. მათ ვერ განუსხვავებიათ, რომ ქართულ სინამდვილეში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის შინაარსით რუსული კანონი, რადგან ეწინააღმდეგებოდა ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ამიტომ გააპროტესტა და „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ამ კანონპროექტზე ფიქრი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა