„უმეცარი ქაჯები... ვერ ხვდებიან, რომ ეს თათია სამხარაძის სასარგებლო მტკიცებულებაა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ნათია ბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ, ნათია ბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს.
„იმდენად უმეცარი ქაჯები არიან, რომ ვერ ხვდებიან, ეს რომ შალვას მოტივის მტკიცებულებაა და აქვეყნებენ.
ანუ ეს ნათია ბერიძე თვლის, რომ ცეკვამ თათიას დისკრედიტაცია უნდა გამოიწვიოს შავრაზმელ ქაჯებში – „თუ ცეკვავდა, ესე იგი ბოზია და სექსიც უნდოდა“.
და არა შე ქაჯო! შენ როგორც გგონია, რომ ეს თათიას სქესობრივ ლტოლვას ნიშნავს იმ სუნიანთან, ზუსტად ეგრე ჩათვალა იმ გოიმმაც და მხოლოდ მტკიცებულებად გამოდგება – რომ ცეკვით შეგულიანებულმა ქაჯურად იმოქმედა
წესიერ სასამართლოში ეს თათიას სასარგებლო მტკიცებულებაა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „პოსტვ“-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ სოციალურ ქსელში სამხარაძის ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული როცა თათია სამხარაძის თქმით შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით რომ არ შემავიწროვოსო. როგორი “მსხვერპლიც” ეს თათია სამხარაძეა ისეთი “მსხვერპლების” პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია სხვათა შორის პოსტივის და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს….“