თეგებით ძიება

"ეს ცეკვა დღემდე ჩემი “ბო@ობის” დასტურად მოაქვთ..." - რა ვიდეოს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი?

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მისი და გია ბარამიძის ძველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

„რომ მიხვდეთ, საქართველოს კანალიზაციაში (თვითგამოცხადებულ ქართულ ოცნებაში) რა მენტალიტეტით მოძრაობენ, შეგიძლიათ ეს ვიდეო ნახოთ და ისტორიაც მოისმინოთ. 

თათია სამხარაძის ცეკვის ვიდეოზე გამახსენდა. 

ეს არის ემჯგუფის იუბილე - 2011. 

მივედი, დავლიე, ვიხმაურე, გავერთე.

შუა გართობაში ბარამიძეც გადამეყარა, და იმასთანაც წავიცეკვე - რასაც ადამიანები შვებიან იმ წვეულებებზე სადაც მე დავდივარ ხოლმე მრავალი წელია, ის ვქენი. 

ვიღაცამ ჩაწერა და არც მაქვს პრობლემა, ბევრი ხალხი იყო და არასაჯარო არაფერი მიქნია. 

არჩევნები წავაგეთ. 

ტელევიზიის კეთება რომ დავიწყე ბენდუქიძესთან ერთად, ნანა ლეჟავამ, ანუ მორიგმა ნათია ბერიძემ

გააკეთა სიუჟეტი - სადაც სრულიად უკონტექსტოდ ჩასვა ეს ცეკვა. 

ამის მერე, ეს ცეკვა დაატრიალეს ცალკე და დღემდე ჩემი “ბო@ობის” დასტურად მოაქვთ (მეცინება თან, ამას რომ ვარჩევ). 

ასეთ გოიმთა ტლაპოა - ეგეთ გოიმებზე აქვთ გათვლა და ქართველი ერიც ეგეთი ტოტალური ფარჩაკი და გოიმი ჰგონიათ. 

ამ ყველაფერში გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ალბათ სულ შვიდჯერ  ვიტირე ზრდასრულობაში და ერთერთი ტირილი იმაზე იყო, რომ ბენდუქიძემ ბარამიძეს შემადარა. 

ისე დაიბნა კახა, შენ შორენა შავერდაშვილი ხარ თუ კაია მეთქი, რომ ავჯღავლდი - ერთ სიამოვნებად ღირდა 

ანუ ასეთი ქაჯები ჰგონიხართ მოკლედ - ცეკვა კომპრომატია.

სამსახურეობრივ გასაუბრებაზე გენიტალიების ჩვენება - არა.

და მე და ბოკერიას გვაბრალებენ - ქართველების გადაკეთება უნდათო, ეგ გენიტალიები. 

ესაა ქოცობა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა