"დღეები დაუთვალეს უკრაინას...ახლა ისღა დაგვრჩენია, ჩინური ვისწავლოთ..." - რას წერს ლალი მოროშკინა?
პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება და წერს ლიდერები დაზავდნენ.
"დილა ჩინეთისა...
პუ და სი
დაზავდნენ.
დაგმეს ჰააგა,
დღეები დაუთვალეს უკრაინას,
გადაინაწილეს სარემონტო სამუშაოები რუსეთის ახალ ტერიტორიებზე,
გადაალაგ-გადმოალაგეს მსოფლიო გეოპოლიტიკა, მიუზვანოკეს ინდოეთს და თურქეთს,
"იმარიაჟეს" ატომით და ულტრაბგერითი სათამაშოებით,
იმან შავი "ზერნისტი" ხიზილალა ჭამა, ამან ჟასმინის ჩაი დალია,
ახლა ისღა დაგვრჩენია ჩინური ვისწავლოთ...
კუ-კუ, სადა ვბანაოოობთ...", - წერს მოროშკინა.