თეგებით ძიება

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის მხრიდან ბოიკოტი აბსურდია, განსაკუთრებით ამ ვითარებაში.

„პოლიტიკური პარტიის მხრიდან ბოიკოტი აბსურდია, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. შეიძლება ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ეს გასაგებია, მაგრამ რასაც ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი“, - აღნიშნავს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობას. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა