თეგებით ძიება

"დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?" - ნინო ლომჯარია

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"ნო­დარ დუმ­ბა­ძე ჩემი ბავ­შვო­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლია. თი­თო­ე­უ­ლი მისი რო­მა­ნი თუ მო­თხრო­ბა, იუ­მო­რის­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი 10-10-ჯერ მა­ინც მაქვს წა­კი­თხუ­ლი. გუ­რუ­ლი ბავ­შვე­ბი მე-6 - მე-7 კლას­ში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­ფელ­ში რომ დავ­ყავ­დით ხოლ­მე ექ­სკურ­სი­ა­ზე, მე მის მა­მი­დას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვწერ­დი, ბავ­შვუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცო­ტა­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კი­თხვე­ბით, მა­გა­ლი­თად - "რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და თუ არა და­თი­კო ბრი­გა­დი­რი?"

ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას მთა­ვარ ხა­ზად გას­დევს მშობ­ლე­ბის "ხალ­ხის მტრე­ბად" და "აგენ­ტე­ბად" შე­რა­ცხვით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე ტრავ­მა, რაც საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა­მაც კი ვერ წა­შა­ლა. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გუ­ლის პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში მი­ი­ღო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ნო­და­რი მა­მი­დამ მა­ტა­რებ­ლით სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნა...

ჩემ­თვის ნო­დარ დუმ­ბა­ძე იყო ის მწე­რა­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად და­მა­ნა­ხა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის აგენ­ტე­ბად და ხალ­ხის მტრე­ბად შე­რა­ცხვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გი რო­გორც მსხვერ­პლე­ბის­თვის, ასე­ვე, მათი შვი­ლე­ბი­სა თუ, მათ შო­რის, "დამ­ბე­ზღებ­ლე­ბის­თვის".

ჰოდა, ნო­დარ დუმ­ბა­ძის ერთი წიგ­ნი მა­ინც თუ გაქვს წა­კი­თხუ­ლი, რო­გორ უნდა და­უ­ჭი­რო მხა­რი შენი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის (ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, საქ­მით) აგენ­ტე­ბად შე­რა­ცხვას? რო­გორ უნდა იდგე იმ ხალ­ხის გვერ­დით, რომ­ლე­ბიც ამის კე­თე­ბას დღეს კა­ნო­ნის მი­ღე­ბის გა­რე­შე აგ­რძე­ლე­ბენ?

არ მეს­მის მე ეს და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ყვე­ლა გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა ამ სი­გი­ჟი­დან და ვნა­ხავთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­ერ­თო ენას," - წერს ლომ­ჯა­რია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა