აი, ექიმი, აი, ჰიპოკრატეს ფიცი. ასეთები ჰყავდა ადოლფ ჰიტლერს საკონცენტრაციო ბანაკებში - გუბაზ სანიკიძე ზურაბ ჩხაიძეზე
ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე კლინიკა „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კლინიკა იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა.
სანიკიძის თქმით, ზურაბ ჩხაიძის მსგავსი ექიმები ადოლჰ ჰიტლერს საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავდა და ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებინებდა.
„ზურაბ ჩხაიძეს რომ ვუყურებდი... დოქტორ მენგელე, აი, ამ დღეში რომ არის სააკაშვილი, ეს მათი დამსახურებაა. ნდობა არ აქვს მიშას ჩვენს მიმართო და ნდობა როგორ ექნება, კაცი გაანახევრეს. ბატონ ზურაბს თუ ჰგონია, რომ ამით პასუხისმგებლობას სამომავლოდ აირიდებს, ეჭვი მეპარება.
რაღაც ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ზურაბს და მის კოლეგებს რაღაც-რაღაცებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. კუკუ დამალობანას და ჭიტას რომ გეთამაშება რა, სადაც გინდათ წაიყვანეთ კისერი უტეხია მიშასო, გინდა მოკვდესო, თუ გინდათ საზღვარგარეთაც წაიყვანეთო, აი, ექიმი, აი, ჰიპოკრატეს ფიცი. ასეთები ჰყავდა ადოლფ ჰიტლერს, უფრო სწორედ ჰიმლერს ჰყავდა ასეთები საკონცენტრაციო ბანაკებში, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე.
ბატონო ზურაბ, მოკითხვა ჩემგან და არა მარტო ჩემგან... რაღაცებისთვის მოემზადეთ. პასუხები მოამზადეთ დროა. აქედან ვერ გამოძვრებით. „მე არ მეხება“ - არ გამოგივა, ზურიკო. ამათგან ყველაფერ ცუდს ველოდები. ძალიან სერიოზული ზემოქმედება და ზეწოლა გაიზრდება ამ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით ქვეყნის გარედან“, - განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველთან“
შეგახსენებთ, "ვივა მედმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა პენიტენციურ დაწესებულებას მიმართავს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.