დედამ 2 თვის ბავშვი მე-5 სართულიდან გადააგდო - ტრაგედია უკრაინაში
უკრაინაში, ქალაქ ვიშნევოეში დედამ ჩვილი მეხუთე სართულიდან გადააგდო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შემთხვევა 21 მარტს მოხდა. 2 თვის ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 29 წლის ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.