თეგებით ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის განცხადებით მიმართავს და სთხოვს, ევროკომისიის შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ამასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული თორმეტი რეკომენდაციის შესრულება, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა