ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.
სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის 15 თებერვალს გახდა.
ცნობისთვის, ფრანგის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ჯამში 21 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 10 მოიგო, 8-ში დამარცხდა, 3 კი ფრედ ითამაშა.