თეგებით ძიება

როდის გეგმავს ხვიჩა კვარაცხელია დაქორწინებას? - რას ამბობს მამა შალვა კეკელია?

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან ერთად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

მამა შალვა კეკელიამ თქმით, წყვილი ჯვრისწერისთვის ემზადება და სწორედ ამას უკავშირდებოდა მათი პატრიარქთან შეხვედრა.

"ძალიან გახარებულები იყვნენ ხვიჩა და მისი მშობლები. მისი საცოლე საოცარი გოგონაა, ასევე იყვნენ ნიცას მშობლები და ხვიჩას ძმა. პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყნის სიამაყე. წყვილი ჯვრისწერას აპირებს და პატრიარქმა ჯვრისწერისთვის მაცხოვრის ხატი გადასცა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, მარხვის შემდეგ ჯვარს დაიწერენ.

ნიცას საოცარი მშობლები ჰყავს, თავდაბლები, გულიანები. ასეთ შვილს სხვანაირი მშობელი ვერ გაზრდიდა“, - განაცხადა მამა შალვამ "პრაიმტაიმთან" საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა