თეგებით ძიება

უნგრეთი აცხადებს, რომ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააკავებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შტაბი უფროსის, გერგელი გულიასის აცხადებს, რომ ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დააკავებენ. 

მისი თქმით, ორდერს უნგრეთში არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. 

უნგრეთმა ხელი მოაწერა და რატიფიცირება მოახდინა რომის ხელშეკრულებას, რომელმაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო შექმნა, მაგრამ გულიასმა აღნიშნა, რომ იგი უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში "ჩაშენებული არ არის“. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა