თეგებით ძიება
23. 03. 2023 სპორტი

"რა დროს მისი ცოლია? იმედია მშობლებისა და ნათესვების დაჟინებით არ ქორწინდება" - ცისნამი საყვარლიშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პირადი ცხოვრების შესახებ წერს.

მისი თქმით, დაოჯახების გადაწყვეტილებას მისთვის ნაადრევია.

"ახლა ისეთ რამეს დავწერ, ბევრს არ მოეწონება, რადგან ქართული მენტალიტეტით ადრე უნდა დაოჯახდე, იყოლიო ბალღები, გაამრავლო ოჯახი, გვარი, ერი!

რამდენი წლის არის ჩვენი სუპერ ”სთარი” - ხვიჩა კვარაცხელია?

რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა! კაცი ახლა წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს!

იმედია ეს მისი სურვილით და სიყვარულით ხდება და არა მშობლებისა და ნათესვების დაჟინებით რომ დაქორწინების დროა!

ღმერთმა ბედნიერი და გახარებული ამყოფოს.

უმეტესს შემთხვევაში დაოჯახების შემდეგ კაცები კარგავენ იმ ცხოვრების ჟინს და ჟილკას რაც მანამდე ჰქონდათ.

იმედია ისევ გაგვახარებს და გვასახელებს თავისი გოლებით.

მაინც ვფიქრობ რომ დაოჯახება არ უნდა ეჩქარა!

ჯერ იზეიმე ტრიუმფი, დატკბი ცხოვრებით და ოჯახის უღელში მერე შეყავი თავი.

ეს ჩემი აზრია და არ მეცეთ ახლა.

წარმატებები ყველას!", - წერს საყვარლიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ  გახდა ცნობილი, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ოფიციალირად დაინიშნნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა