თეგებით ძიება

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს - რას ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე?

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. 

„ძალიან მალე ველოდებით ჩვენ, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ ძალიან  მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივე საკითხის ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება პირდაპირი ავიამიმოსვლა. გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა