თეგებით ძიება
23. 03. 2023 მსოფლიო

უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის, გერგეი გუიაშმის განცხადებით, უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს.

უნგრეთმა ხელი მოაწერა და რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც შეიქმნა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), რომელმაც გასულ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.

„ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უნგრეთის კანონს და ამის საფუძველზე ვერ დავაპატიმრებთ რუსეთის პრეზიდენტს, რადგან ICC-ის სტატუტი უნგრეთში არ არის გამოქვეყნებული“, - აღნიშნა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით.

„ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა