თეგებით ძიება

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია.

დეგნანის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის წლევანდელ სამიტში საქართველოს პრეზიდენტის და არა მთავრობის ან პარლამენტის წარმომადგენლის მონაწილეობას ეხებოდა.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ. იგი წინა წლის [დემოკრატიის] სამიტს დაესწრო. ყველა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და წლევანდელი სამიტი ამ ვალდებულებების შესრულებას შეეხება. საქართველოს შემთხვევაში ეს მთლიანად მთავრობის ვალდებულებები იყო, ასე რომ დემოკრატიის გაუმჯობესების და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ თავად დაისახა საკუთარი თავისთვის, მთავრობის მონაწილეობაც არის.

მგონი, [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრიც გააკეთებს ვიდეო-მიმართვას სამიტის მეორე დღეს, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება.

ასე რომ, ვფიქრობ ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებას ასახავს, რომელიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ, ისევე როგორც მთავრობა, დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ”, – განაცხადა დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა