რუსეთი არ ებრძვის უკრაინას, ჩვენი ქვეყანა ებრძვის ნატოს 3.6 მილიონიან არმიას - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც, მეტი იარაღი დასჭირდება.
"ჩვენი სამხედრო-ინდუსტრიული კომპონენტის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა, გვჭირდება რეზერვი მომავლისთვის. ეს აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ დაგვჭირდება მეტი იარაღი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგაც კი.
რუსეთი არ ებრძვის უკრაინას, არც უკრაინის ნახევრად ნაცისტურ რეჟიმს, ჩვენი ქვეყანა ებრძვის ნატოს 3.6 მილიონიან არმიას. ისინი პირდაპირ მონაწილეობენ კონფლიქტში და ამას აღარც მალავენ“, - განაცხადა მედვედევმა.