თეგებით ძიება

პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება - რატომ დატოვა ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა"?

ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.

მისი თქმით, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელია გასული, „ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არ იმუშავებს“.

„ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, ემოციური, მაგრამ სწორი. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჩემს წუთს არ გავატარებ ისე პარლამენტში და პარლამენტს მიღმაც, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრები, არ ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ.

რაც შეეხება მიზეზებს, ამაზე ვისაუბრე და მთავარი მიზეზი ეს არის ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი და ვფიქრობ, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა, წარმატებას ვუსურვებ პარტიას, ამ ადამიანებს და იქ არიან ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობ დიდი ხანია, ასევე წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო, არ შეიცვლება, უახლოეს პერიოდში ეს გაფორმდება ოფიციალურად, მათ შორის, ფრაქციას ვგულისხმობ“ - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა