საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა "დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა და ბათუმში გაემგზავრა.
ცნობისთვის, ისინი ბათუმში ორ მატჩს ჩაატარებენ – 25 მარტს, 18:00 საათზე მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, ხოლო 28 მარტს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას შეხვდებიან.