თეგებით ძიება

რი­ცხვე­ბის მა­გია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის იღბალზე ახ­დენს გავ­ლე­ნას - რა ბედისწერაა ჩაშიფრული თქვენს სახელში ნუმეროლოგიის მიხედვით?

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ბედისწერა არსებობს და ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

არსებობს მოსაზრება, რი­ცხვე­ბის მა­გია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბე­დის­წე­რა­ზე ახ­დენს გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას. ამას ჯერ კი­დევ პი­თა­გო­რა ამ­ტკი­ცებ­და სა­კუ­თარ სწავ­ლე­ბებ­ში. თუმ­ცა, გარ­და კონ­კრე­ტუ­ლი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი­სა, ადა­მი­ა­ნის ბე­დის ფორ­მი­რე­ბა­ში მისი სა­ხე­ლი/გვა­რი და ამ მე­თო­დით მი­ღე­ბუ­ლი ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ვიბ­რა­ცი­აც თა­მა­შობს დიდ როლს. სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მი­ხედ­ვით ორ­ნიშ­ნა კო­დის გა­მოთ­ვლა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა. სა­ჭი­როა ან­ბა­ნუ­რი რი­გის იხედ­ვით გა­დათ­ვა­ლოთ თქვე­ნი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის შე­მად­გე­ნე­ლი ასო­ე­ბი. ასე მა­გა­ლი­თად, სა­ხე­ლი ნინო – "ნ" მე­ცა­მე­ტე ასოა, "ი" მე­ცხრე და ა.შ.

1+3 +9+1+3+1+4=22

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, შეკ­რე­ბი­ლი რი­ცხვე­ბის სა­ბო­ლოო ჯამი აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თნიშ­ნა უნდა იყოს. ამი­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში 2+2 = 4 მი­ვი­ღეთ ციფ­რი 4. შე­სა­ბა­მი­სად, მას ვინც ამ სა­ხელს ატა­რებს (ოღონდ, არამ­ხო­ლოდ პას­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­მედ რე­ა­ლუ­რა­დაც ასე უნდა მი­მარ­თავ­დნენ ადა­მი­ანს), მისი სა­ხე­ლის ციფ­რი გახ­ლავთ 4. იგი­ვე მე­თო­დით უკვე გვა­რის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ვიბ­რა­ცი­აც გა­მო­ით­ვა­ლე­ბა. შე­დე­გე­ბი კი ქვე­მოთ მო­ცე­მულ და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში წა­ი­კი­თხეთ.

ციფ­რი 1 – ეს "ლი­დე­რე­ბის" პროგ­რა­მაა. ამი­ტომ ერ­თი­ა­ნის მფლო­ბე­ლი, თუ იგი მისი სა­ხე­ლის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვე­ბის­გან. მას უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში. თუ ეს რი­ცხვი თქვენს გვარს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ე.ი. მებ­რძო­ლი­სა და მაქ­სი­მა­ლის­ტის ხა­სი­ა­თი გა­გაჩ­ნით. გიყ­ვართ ყვე­ლაფ­რის სა­კუ­თა­რი ხე­ლით კე­თე­ბა და არა­სო­დეს კარ­გავთ ოპ­ტი­მიზმს, ნე­ბის­მი­ერ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი.

ციფ­რი 2 – ორი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა თა­ვის თავ­ში შემგრო­ვებ­ლის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სის მომ­მა­რა­გებ­ლის და კარ­გი შემ­სრუ­ლებ­ლის ფუნ­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამი­ტომ ორი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი, კარ­გად გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ფი­ნან­სუ­რად. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი სა­ხე­ლის შე­სა­ბა­მი­სია, იგი მოგ­ცემთ უნარს წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვი­სას. თუ მას თქვე­ნი გვა­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­თვის მო­ა­ხერ­ხებთ კარ­გი სპონ­სო­რე­ბის მო­ძი­ე­ბას.

ციფ­რი 3 – კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ციფ­რია. ამი­ტომ ამ ციფ­რის ვიბ­რა­ცი­ით შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­რეკ­ლა­მო მე­ნე­ჯე­რე­ბი, პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იბა­დე­ბი­ან. სა­მი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა და­გეხ­მა­რე­ბათ იმა­ში, რომ წარ­მა­ტე­ბით აწარ­მო­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბა. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს რომ შეძ­ლებთ კარ­გი სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თოთ ან სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით სფე­რო­ებ­ში და­კავ­დეთ.

ციფ­რი 4 – პატ­რი­ო­ტე­ბის, ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის ციფ­რია. ოთხი­ა­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს წი­ნაპ­რებს, ფეს­ვებს, ტრა­დი­ცი­ებს. იგი "კრავს" ადა­მი­ან­თა კონ­კრე­ტულ ჯგუფს ანუ ოჯახს. თუ ამ ციფ­რის ვიბ­რა­ცია თქვე­ნი გვა­რის ციფრს ემ­თხვე­ვა, ნიშ­ნავს იმას, რომ თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი და­საყ­რდე­ნი ოჯა­ხია და ზო­გა­დად პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხი­თაც ცდი­ლობთ "ოჯა­ხურ" ატ­მოს­ფე­რო­ში იმუ­შა­ოთ.

ციფ­რი 5 – გე­ნი­ო­სე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ციფ­რია. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ხუთი უმ­თავ­რე­სი უნა­რი: სმე­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა, გე­მოვ­ნე­ბა, გა­მო­ხატ­ვი­სა და აღ­ქმის ნიჭი. თუკი ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კარ­გი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის პოვ­ნა და მათი მეშ­ვე­ო­ბით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვაა.

ციფ­რი 6 – მკურ­ნა­ლე­ბის, გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი­სა და მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის ციფ­რია. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ხუ­თი­ა­ნი­სა და ერ­თი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა, ამი­ტომ იგი ხში­რად ასა­ხავს ცნო­ბი­ე­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას. ამ ციფ­რის გავ­ლე­ნით შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სო­ცი­ო­ლო­გე­ბი ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას. თუ მისი ვიბ­რა­ცია თქვენს გვარს ემ­თხვე­ვა, ეს იმის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ თქვენ გაქვთ უნა­რი თა­ვად უმ­კურ­ნა­ლოთ სა­კუ­თარ თავს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

ციფ­რი 7 – ოკულ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ციფ­რია. ასე­თი ხალ­ხი ად­ვი­ლად ადაპ­ტი­რებს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში. თუ შვი­დი­ა­ნი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად ხდე­ბა ფა­ტა­ლუ­რი და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში კი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი გეხ­მა­რე­ბათ.

ციფ­რი 8 – მუდ­მი­ვი ტრანსფორ­მა­ცი­ის, და­ცე­მი­სა და აღ­ზე­ვე­ბის ციფ­რია. რვი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც წესი, მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი­თა და სირ­თუ­ლე­ე­ბით არის სავ­სე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამის ხარ­ჯზე ისი­ნი იზ­რდი­ე­ბი­ან პი­როვ­ნუ­ლად და იძე­ნენ სიბ­რძნეს. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ კარ­გად გე­ხერ­ხე­ბათ ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა და ად­ვი­ლად ახერ­ხებთ მსხვილ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვას.

ციფ­რი 9 – ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ციფ­რია. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია, ფან­ტა­ზი­ის უნა­რი და ფა­ქი­ზი აღ­ქმის ნიჭი. ცხრი­ა­ნე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი და არ­ტის­ტუ­ლე­ბი არი­ან. მათ კარ­გად ეხერ­ხე­ბათ სხვებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით, ამი­ტომ მათ­ში ბევრ მსა­ხი­ობს ან შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს ვხვდე­ბით. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა თქვე­ნი ჰო­ბია და შე­გიძ­ლი­ათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­ფა­სე­ბე­ლი იყოთ ამ კუ­თხით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა