თეგებით ძიება

როგორც აფთრები ისე წამომესივნენ, მეტი არაფერი არ შეუძლიათ - გუბაზ სანიკიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა განსაკუთრებით მოხვდა გულზე პრემიერ-მინისტრს. 

„კარგად ვარ, არამიშავს, ვირთხებისა და გიენების ხელში როგორ ვიქნები? როგორც აფთრები ისე წამომესივნენ, მეტი არაფერი არ შეუძლიათ, ჯერ ერთი, რის კაცები არიან, „ქალაჩუნები“ არიან ჩვეულებრივი. პარლამენტის მანდატურებს სირცხვილი და თავის მოჭრა. ეგენიც იქ არიან, ბიძინას ნავში სხედან, ხელი არ გაუნძრევიათ, ლევან ბეჟაშვილი რომ ყოფილიყო, არ ვიცი, რით დამთავრდებოდა.  ერთი 20 კაცი წამომესია. ვინც „შეიწერა“ დედის გინება, ჩანს მათ რეაქციაზე. არაუშავს, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“, - განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველთან“.

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ. დაპირისპირება სხდომათა დარბაზშივე მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ. დაპირისპირება სხდომათა დარბაზშივე მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.

სანიკიძის შეფასებით, ღარიბაშვილი ყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, როცა მან ტრიბუნიდან უთხრა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია. 

„ჩემი გამოსვლები გულზე ხვდებათ ხოლმე, თუ რატომ, ეგ უნდა ჰკითხოთ ირაკლი ღარიბაშვილს, ხისთავიანს. როცა სიმართლეს ეუბნები, თან მტყუანს, ის ყოველთვის წყობიდან გამოდის. წყობიდან გამოვიდნენ, როცა ვუთხარი, რომ ყველანაირი სააკაშვილის ეშინიათ და სააკაშვილის შიში გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას. თავის დროზე ვთქვი მე, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოიყვანს ციხიდან“, - ამბობს სანიკიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა