„პრეზიდენტის აზრით, ქართველი ხალხი ჩლუნგია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს.
„სალომეს ვინც ტაში უკარით, იცოდეთ, რომ დღეს, თქვენი ლეგიტიმაციით, ის ბიძინას საუკეთესო გამთეთრებელია და ქართველი ხალხის განწყობით აშანტაჟებდა გერმანიის საგარეო მინისტრს.
პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, პრეზიდენტის აზრით, ქართველი ხალხი ჩლუნგია და როცა კანდიდატის სტატუსს მთავრობის გამო ვერ მიიღებს - ბრაზს ვერ დაამისამართებს და ივანიშვილის ნაცვლად, ევროპაზე გაბრაზდება - მის ისტორიულ მისიაზე იტყვის უარს.
კატასტროფაა უბრალოდ ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან“, - წერს ჩერგოლეიშვილი.