თეგებით ძიება

გამიჭირდება იმის თქმა, რომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაყვანა - ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა შეიწყალებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

„სააკაშვილის მდგომარეობა, ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არის 2 საკითხი, რომელიც ერთნაირად არის მნიშვნელოვანი. ერთი - სამართლიანობის განცდა, რომელიც არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, რომელსაც ვერ გადააბიჯებს ვერცერთი პრეზიდენტი და მეორე, არის ადამიანურობის საკითხი და პატივისცემა ყოფილი პრეზიდენტის. არ ვეთანხმები არანაირი დამამცირებელ მოქმედებას მის [მიხეილ სააკაშვილი] მიმართ.

გამიჭირდება იმის  თქმა, რომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ამის თქმა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში რეალურად, სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი სამედიცინო და ჯანმრთელობის დამცავი საშუალებები. ამიტომ ადგილზე უნდა იყოს გამოსავალი მოძებნილი, არსებობს ამის პროცედურები. ეს არის ხელისუფლების ხელში. უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის ყველასი ჩვენი დასაცავი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა