დოლარი გაუფასურდა - როგორია დღეს მოქმედი ვალუტის კურსი?
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5764 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 24 მარტს მოქმედებდა, 2.5768 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7665 ლარია. მაშინ, როცა 24 მარტს მოქმედი კურსი 2.8028 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1351 ლარს შეადგენს.
24 მარტის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეიდან, 25 მარტიდან შევა ძალაში.