შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ საჰაერო ძალები გააერთიანეს
ევროპის სამმა ქვეყანამ შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ინფრომაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გაერთიანებულ ძალებს 250 ავიაგამანადგურებელი ეყოლება, ასევე მათ შემადგენლობაში შევა საჰაერო თავდაცვისა და დაზვერვის სისტემები.
როგორც დანიის საჰაერო ძალების სარდალმა იან დამმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეა მიღებული. ჩრდილოეთ ქვეყნები ითანამშრომლებენ, მათ შორის რუსეთის საფრთხის მოსაგერიებლად. შეთანხმება გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე იყო ხელმოწერილი.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვთ, ამასთანავე მათ სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური სტატუსი გააჩნიათ. დანია ნატოს წევრია 1949 წლიდან, შვედეთი და ფინეთი კი ახლა ალიანსში გაწევრიანების პროცედურას გადიან. რაც შეხება ნორვეგიას, ის ნატოს წევრია, მაგრამ არ არის გაერთიანებული ევროკავშირში.